საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთის ტექნოპარკის მოსწავლეებთან

1 ივნისი 2022

1 ივნისს, ოზურგეთის ტექნოპარკის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამით, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან - ელენე ჯღარკავასთან.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ, ასევე გაეცნენ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმსა და იმ სიახლეებსა თუ შესაძლებლობებს, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის ბოლოს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა - ელენე ჯღარკავამ, კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერმა - მერი ხვიჩიამ და ოზურგეთის ტექნოპარკის მენეჯერმა - ავთო თავდიშვილმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე კავკასიის უნივერსიტეტსა და ოზურგეთის ტექნოპარკს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს სამომავლოდ თანამშრომლობას და საერთო პროექტების განხორციელებას.