"საქართველოს ბანკის" წარმომადგენლის ვიზიტი

11 იანვარი

კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში, არჩილ გაჩეჩილაძე ეწვია. შეხვედრა "საქართველოს ბანკის" ინიციატივით შედგა. "საქართველოს ბანკის" მმართველი გუნდის წარმომადგენელმა კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საფინანსო სფეროში მოპოვებული გამოცდილება გაუზიარა. გარდა ამისა, არჩილ გაჩეჩილაძემ "საქართველოს ბანკში" დასაქმების პერსპექტივების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები "საქართველოს ბანკის" წარმოდგენლებსა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის სამომავლოდაც გაიმართება.