სიახლეები

18
იან
CSB-ის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ანი ჭუმბურიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

18 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ანი ჭუმბურიძის სადისერტაციო ნაშრომის -The Analysis of The Impact of Conflict Management on Job Satisfaction and Employee Turnover in the Public Sector in Georgiaდაცვა გაიმართა.

12
იან
„ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ CROSSREF-ში გაწევრიანდა და DOI-ის კოდი მიენიჭა

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ საერთაშორისო ორგანიზაცია CROSSREF-ში გაწევრიანდა. CROSSREF საერთაშორისო ასოციაცია უზრუნველყოფს აკადემიურ პუბლიკაციათა მსოფლიო ხელმისაწვდომობას.

28
დეკ
CSB-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

22-26 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

15
დეკ
ჯანდაცვის მენეჯმენტის ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

15 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჯანდაცვის მენეჯმენტის ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო: „რატომ და როგორ უნდა გავხდე კლინიკის მენეჯერი?“; „კლინიკის მენეჯერის კარიერა“; „როგორ გავხდი წარმატებული კლინიკის მენეჯერი“.

11
დეკ
ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

9 დეკემბერს, ბიზნესით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო: „მარკეტინგის რაობა“, „ფინანსები“ და "მენეჯმენტის ტრანსფორმაცია".

07
დეკ
პროფესორ ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით მოპოვებული ფუნდამენტურ მეცნიერებათა მორიგი გრანტი

კავკასიის ბიზნესის სკოლის აფირილებული პროფესორისა და კვლევითი ცენტრის დირექტორის, ერეკლე პირველის ხელმძღვანელობით შედგენილმა პროექტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

20
ნოე
CSB-ის კვლევითი ცენტრის მიერ მოპოვებული სამეცნიერო გრანტი

კავკასიის ბიზნესის სკოლის აფილირებულმა ასისტენტ პროფესორმა, თამარ კარბაიამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

30
ოქტ
Grenoble-ისა და CSB-ის ერთობლივ MBA პროგრამაზე მიღება დაიწყო

28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-16 მიღებისთვის სწავლა დაიწყო.

17
ოქტ
გრენობლის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 ოქტომბერსკავკასიის უნივერსიტეტმა ოფიციალურად უმასპინძლა გრენობლის ბიზნეს სკოლის დელეგაციას. ვიზიტის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის ბიზნეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით, აგრეთვე თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განხილვა.

16
ოქტ
CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამა Financial Times რეიტინგშია

Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB)  და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 74-ე ადგილს იკავებს.