პროგრამის მიმოხილვა

პროგრამა შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის მისიაში ასახულ ხედვებს და უზრუნველყოფს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი სპეციალისტების მომზადებას და ამ სფეროში საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

პროგრამა შედგენილია საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ დანახული ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების გამოცდილებას და იზიარებს ბიზნესის ადმინისტრირებაში დადგენილ პროფესიულ სტანდარტებს.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზნებია, სტუდენტს:

 

  • მისცეს ფართო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბიზნესის ადმინისტრირების როგორც საბაზისო, ასევე ერთ-ერთ ფუნქციურ მიმართულებებში, როგორიცაა ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, და საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი;
  • განუვითაროს სხვადასხვა დონის მენეჯერული რგოლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მოამზადოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში შესაბამისი (ფინანსისტის, მარკეტერის, ბუღალტერ-აუდიტორის და ა.შ.) ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის;
  • მისცეს თეორიული ცოდნა და განუვითაროს უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭირო იქნება ენტრეპრენერული საქმიანობისათვის;
  • შესთავაზოს ისეთი პროგრამა, რომელიც თანხვედრაში არის საერთაშორისო უნივერსიტეტების ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამებთან, რაც მას მომავალში საშუალებას მისცემს გაიღრმავოს ცოდნა საქართველოსა, თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში;
  • ჩამოუყალიბოს ისეთი მსოფლმხედველობა და ფასეულობები, რომლებიც გახდიან მას კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ, ზნეობრივად სრულყოფილ, ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგულ, მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნების და ეთიკური პასუხისმგებლობის მქონე პირად.