პროგრამის სტრუქტურა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს.  პირველი კურსი 60 ECTS კრედიტი, მეორე კურსი 60 ECTS კრედიტი, მესამე კურსი 60 ECTS კრედიტი. პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 20 სასწავლო კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს, ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და დასკვნითი შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისათვის განკუთვნილ დრო). 

 

პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. 

 

პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია „ძირითადი სწავლის სფეროს” სასწავლო და თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსებად:

 

„ძირითადი სწავლის სფეროს” სასწავლო კურსები (130/135 კრედიტი):

 

  • ბიზნესის ადმინისტრირების სავალდებულო სასწავლო კურსები - 100/105 კრედიტი;
  • კონცენტრაციის სავალდებულო სასწავლო კურსები - 25 კრედიტი;
  • კონცენტრაციის არჩევითი სასწავლო კურსები - 5 კრედიტი.

 

თავისუფალი კომპონენტის სასწავლო კურსები (50/45 კრედიტი):

 

  • საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 30 კრედიტი;
  • საუნივერსიტეტო არჩევითი სასწავლო კურსები - 5/10 კრედიტი;
  • თავისუფალი კრედიტები - 10 კრედიტი.

 

ინგლისური ენა პროგრამაში იყოფა ზოგად და პროფესიულ მიმართულებებად. ორივე მიმართულების  ხვედრითი წილი საერთო 180 კრედიტიდან ჯამში შეადგენს 20 ECTS  კრედიტს.

 
 
იხილეთ პროგრამა