პროგრამის სტრუქტურა

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი) მოიცავს 180 კრედიტს. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 3 აკადემიურ წელს.

 

ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 180 ECTS კრედიტის განაწილება შესაძლებელია შემდეგნაირად: 153 ECTS კრედიტი ეთმობა სავალდებულო სასწავლო კურსებს, მათ შორის:

 

  • 20 ECTS კრედიტი – საუნივერსიტეტო ზოგადი სასწავლო კურსები;

  • 20 ECTS კრედიტი – ინგლისური ენა;

  • 83 ECTS კრედიტი – დარგობრივი და პროფესიული სავალდებულო სასწავლო კურსები;

  • 30 ECTS კრედიტი – პრაქტიკის/კვლევის სავალდებულო კომპონენტი.

 

153 ECTS კრედიტის გარდა, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, დარჩენილი 27 ECTS კრედიტი აირჩიოს ძირითადი მიმართულების არჩევითი სასწავლო კურსებიდან და თავისუფალი არჩევითი კომპონენტებიდან.

 

იხილეთ პროგრამა.