მიღების წესები

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

 

  • არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
  • კავკასიის უნივერსიტეტის/სამაგისტრო მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა, რომელიც მოიცავს ინგლისური ენის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად, ასევე ზოგად ლოგიკურ კითხვებს;
  • აპლიკანტი შესაძლოა გათავისუფლდეს ინგლისური ენის კომპონენტის ჩაბარებისგან, თუ არსებობს B2 დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL-78; IELTS-6.0
  • სამაგისტროს მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.

 


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

 

  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი 3X4 +CD
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  • 2 რეკომენდაცია
  • შევსებული აპლიკაციის ფორმა 

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • საბუთების მიღება: 2 სექტემბერის ჩათვლით, 19:00, ოთახი A2;
  • მისაღები და საგრანტო ტესტირება: 4 სექტემბერი, 2026;
  • მიმღებ კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრება: 9 სექტემბერი, 2026.

 

სწავლის საფასური და დაფინანსება:

 

პროგრამა წლიური საფასური წლიური საფასური - CU გრანტით
ეკონომიკა 7990 ლარი 3995 ლარი

 

CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება

 

მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.

 

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.

 

CU გრანტის შენარჩუნების პირობები

 

1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები

 

  • CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
  • პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი. 
  • სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.