პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის ხანგრძლივობა:

 

ორი ალტერნატივა:

 

  • სრული განაკვეთი: 2 წელი
  • მოქნილი განაკვეთი: 3-დან 5 წლამდე

  

სპეციალობები: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

 

ჩვენი სამაგისტრო პროგრამა, არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამაგისტრო კურსი, რომელიც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს ბიზნეს სექტორში მომუშავე წამყვან მენეჯერთა შორის. კავკასიის ბიზნესის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებულ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების იმ სეგმენტისთვის, რომელსაც გააჩნია მაღალი ამბიციები კარიერულ თუ პირად წინსვლასთან დაკავშირებით. პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური და ორიენტირებულია ძირითადად ბიზნესის უნარ–ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ. სამაგისტრო პროგრამა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტი ნათლად გაერკვეს ბიზნესისა და მენეჯერული სამყაროს ძირითად ასპექტებში, დახვეწოს ის უნარ–ჩვევები, რაც მას გააჩნია და დააკავშიროს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოყენებასთან. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი დღევანდელ ბიზნეს გარემოში.

 

სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ შემდეგ ფართო შესაძლებლობებს:

 

კარიერული წინსვლა: ჩვენი სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გეძლევათ შანსი გაიუმჯობესოთ თქვენი კარიერული პერსპექტივები, რამდენადაც ბევრი ბიზნეს ორგანიზაცია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურაში დიდ ყურადღებას აქცევს აპლიკანტის განათლების დონეს. აგრეთვე, პროგრამის წარმატებულად გავლა პირდაპირ კავშირშია მაღალანაზღაურებად პოზიციებთან.

 

თეორიისა და პრაქტიკის ეფექტური სინთეზი: სამაგისტრო პროგრამა, იძლევა ბრწყინვალე შესაძლებლობას სტუდენტებისათვის, რომ მოხდეს თეორიისა და პრაქტიკის ჰარმონიული შერწყმა უამრავი პრაქტიკული სამეცადინოებისა და საქმიანობების შედეგად.

 

მაღალშინაარსობრივი პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა არის მთლიანად სტუდენტზე ორიენტირებული და მორგებული სამაგისტრო კურსი. კურსი ჩამოყალიბდა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მაგალითზე, მას შემდეგ რაც აღიარებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და წარმატებულ კურსად.

 

მოქნილობა: სამაგისტრო კურსზე თითოეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, გამომდინარე იქიდან, რომ ხელი შეუწყოს იმ ადამიანების პროგრამაზე დასწრებას, ვინც მუშაობს. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ ორიდან - ხუთ საგნამდე, თითოეულ სემესტრში.