აღნიშნული მოდელი ამოქმედდება სექტემბრიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ორი ალტერნატივა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- მოქნილი განაკვეთი: 2 წელი
სპეციალობები: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი /Master of Business Administration.
პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს და მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების საბაზო, ფუნქციური და კონცენტრაციის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას. სტუდენტი ეუფლება მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, ანალიტიკისა და ოპერაციების მართვის ძირითად საკითხებს და ირჩევს კურსებს ფინანსების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის კონცენტრაციიდან.
კარიერული წინსვლა: ჩვენი სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გეძლევათ შანსი გაიუმჯობესოთ თქვენი კარიერული პერსპექტივები, რამდენადაც ბევრი ბიზნეს ორგანიზაცია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურაში დიდ ყურადღებას აქცევს აპლიკანტის განათლების დონეს. აგრეთვე, პროგრამის წარმატებულად გავლა პირდაპირ კავშირშია მაღალანაზღაურებად პოზიციებთან.
მოქნილობა: სამაგისტრო კურსზე თითოეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, გამომდინარე იქიდან, რომ ხელი შეუწყოს იმ ადამიანების პროგრამაზე დასწრებას, ვინც მუშაობს.
ჩვენი სამაგისტრო პროგრამა, არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამაგისტრო კურსი, რომელიც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს ბიზნეს სექტორში მომუშავე წამყვან მენეჯერთა შორის. კავკასიის ბიზნესის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებულ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების იმ სეგმენტისთვის, რომელსაც გააჩნია მაღალი ამბიციები კარიერულ თუ პირად წინსვლასთან დაკავშირებით. პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური და ორიენტირებულია ძირითადად ბიზნესის უნარ–ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ. სამაგისტრო პროგრამა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტი ნათლად გაერკვეს ბიზნესისა და მენეჯერული სამყაროს ძირითად ასპექტებში, დახვეწოს ის უნარ–ჩვევები, რაც მას გააჩნია და დააკავშიროს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოყენებასთან. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი დღევანდელ ბიზნეს გარემოში.
