აღნიშნული მოდელი ამოქმედდება სექტემბრიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ორი ალტერნატივა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- მოქნილი განაკვეთი: 3 წელი
სწავლების ენა: ინგლისური.
მისანიჭებელი ხარისხი: კვლევის მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაში / Research Master of Business Administration.
პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს და ორიენტირებულია კვლევითი უნარების, სტრატეგიული ხედვისა და ინტეგრაციული კომპეტენციების განვითარებაზე. იგი აერთიანებს სავალდებულო და არჩევით კურსებს, ასევე 30 ECTS კრედიტის მოცულობის სამაგისტრო ნაშრომს/პროექტს.
კარიერული წინსვლა
პროგრამის მეორე ნაწილი, სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმაოს კვლევითი და ანალიტიკური უნარები, რაც მნიშვნელოვანია მმართველობითი, საკონსულტაციო, ანალიტიკური და სტრატეგიული მიმართულებებით კარიერული წინსვლისთვის. სამაგისტრო ნაშრომზე/პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს რეალური ბიზნესპრობლემების კვლევას, არგუმენტირებული გადაწყვეტილებების შემუშავებას და კურსდამთავრებულის პროფესიული კონკურენტუნარიანობის ზრდას.
ჩვენი სამაგისტრო პროგრამა, არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამაგისტრო კურსი, რომელიც საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს ბიზნეს სექტორში მომუშავე წამყვან მენეჯერთა შორის. კავკასიის ბიზნესის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებულ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საზოგადოების იმ სეგმენტისთვის, რომელსაც გააჩნია მაღალი ამბიციები კარიერულ თუ პირად წინსვლასთან დაკავშირებით. პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური და ორიენტირებულია ძირითადად ბიზნესის უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ. სამაგისტრო პროგრამა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტი ნათლად გაერკვეს ბიზნესისა და მენეჯერული სამყაროს ძირითად ასპექტებში, დახვეწოს ის უნარ–ჩვევები, რაც მას გააჩნია და დააკავშიროს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოყენებასთან. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი დღევანდელ ბიზნეს გარემოში.
