მიღების წესები

  • პროგრამის პირველი ნაწილის წარმატებით დასრულება ან სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი/ეკვივალენტური პირველი ნაწილის დასრულება;

 

მნიშვნელოვანი: კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტი უფლებამოსილია გააგრძელოს სწავლა პროგრამის მეორე ნაწილზე, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე, პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან 5 წლის განმავლობაში.

 

  • თუ აპლიკანტს პროგრამის პირველი ნაწილი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქვს დასრულებული, საჭიროა ტესტირებისა და გასაუბრების წარმატებით გავლა.;
  • თუ აპლიკანტს პროგრამის პირველი ნაწილი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქვს დასრულებული, საჭიროა კავკასიის უნივერსიტეტის/კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება და გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

მნიშვნელოვანი: პირი, რომელმაც დაასრულა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • CV/რეზიუმე;
  • პროგრამის პირველი ნაწილის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით;
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • პირადობის ასლი;
  • NAEC-ის ბარათი;
  • 2 ფოტოსურათი + CD;
  • შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა