პროგრამის მიმოხილვა

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა



კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლამ საქართველოში პირველმა დაიწყო ზრუნვა ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე მმართველების მომზადებაზე და ამ მიზნით ახორციელებდა ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც 2023 წლიდან კავკასიის ბიზნესის სკოლას შეუერთდა.

 

  • კავკასიის ბიზნესის სკოლის, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, ჯანდაცვის სექტორში არსებული ინსიტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობალურ და ეროვნულ პოლიტიკაში
  • ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს კარგად ეცოდინება ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანდაცვის სფეროს კვლევის ძირითადი მეთოდები
  • ჩვენს მიერ შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა იზიარებს ევროპისა და აშშ წამყვანი უნივერსიტეტების, პროგრამების მოთხოვნებს და დარგის სტანდარტებს. პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს
  • კავკასიის ბიზნესის სკოლას, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში

 

პროგრამის ხანგრძლივობა


მინიმუმ 2 წელი, მაქსიმუმ 4 წელი

 

იხილეთ სამაგისტრო პროგრამის ბროშურა.