ღია სივრცე პაატა პაპავასთან ერთად

31 ივლისი 2024

კავკასიის განათლების სკოლის მხარდაჭერით, CU-ის კამპუსში გაიმართა შეხვედრა ,,ღია სივრცე პაატა პაპავასთან ერთად.’’

 

ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ახალი იდეები სწავლისა და განვითარებისთვის, ბედნიერების მრავალკუთხედი, ხელოვნური ინტელექტი სწავლა-სწავლებაში და ემოციური ინტელექტის განმავითარებელი აქტივობები.

 

ღონისძიების ფასილიტატორები იყვნენ პაატა პაპავა-კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ელენე ბეთლემიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი.