მიღების წესები

კავკასიის განათლების სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი გა­ნათლების მქონე პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტს მოეთხოვება უცხო ენის - ინგლისური ენის ჩაბარება). ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტს მეოთხე საგნად შეუძლია აირჩიოს მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ან სამოქალაქო განათლება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

 

ჩასაბარებელი საგნები:

 
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხო ენა (გერმანული ან ინგლისური ან რუსული ან ფრანგული);
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან :(მათემატიკა, ისტორია).

 

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:

 

CU სტანდარტული გადასახადი

100% სახ. გრანტით

 2 990 ლარი

740 ლარი