პროგრამის სტრუქტურა

განათლების ლიდერობისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, რომელიც განაწილებულია 4 სემესტრზე და ყოველი სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს.

 

სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს ორი (2) აკადემიურ წელს (დასაშვები ხანგრძლივობაა არაუმეტეს ხუთი (5) აკადემიური წლისა).   

 

სამაგისტრო პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებას და პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებას. 

 

პროგრამის ფარგლებში, კრედიტები ნაწილდება შემდეგნაირად:

 

  • სავალდებულო კურსების კომპონენტი (ორივე მიმართულებისთვის) – 25 ECTS კრედიტი;
  • სავალდებული კურსების კომპონენტი სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებისთვის - 35 ECTS კრედიტი;
  • სავალდებული კურსების კომპონენტი პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებისთვის - 35 ECTS კრედიტი;
  • კვლევითი უნარების კომპონენტი - 15 ECTS კრედიტი;
  • სავალდებულო-არჩევითი კურსების კომპონენტი - 10 ECTS კრედიტი;
  • თავისუფალი კრედიტი - 5 ECTS კრედიტი;
  • სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი.   

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.