დეკანის მიმართვა

გამარჯობა!

 

მოხარული ვარ, რომ თქვენ ახლა, აქ ხართ და კითხულობთ ინფორმაციას მედიცინის პროგრამის შესახებ. ჩვენთვის დიდი პატივია რომ  სწავლების  6 წელს ჩვენთან ერთად გაივლით.

 

კავკასიის მედიცინის სკოლის დაარსებიდან მოკლე დროში, პროგრამა  სწრაფად გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ, ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ სკოლად.

 

სკოლაში მოქმედებს 3 პროგრამა - დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა, კავკასიის მედიცინის სკოლაში მოქმედი თითოეული პროგრამის მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, მაღალეთიკური, ღრმა და სისტემური ცოდნის, სათანადო უნარების, აუცილებელი კომპეტენციებისა და პროფესიული ღირებულებების მქონე დიპლომირებული მედიკოსებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადება, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ საზოგადოების მოთხოვნა.  რაც ასევე უზრუნველყოფს კავკასიის უნივერსიტეტის  მისიის განხორციელების ხელშეწყობას.

 

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა ეყრდნობა საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივ მახასიათებელს და მოქმედ კანონმდებლობას, ასევე ითვალისწინებს სამედიცინო გა­ნა­თ­ლების მსოფ­ლიო ფედერა­ცი­ის (WFME) ხარისხის განვითარების გლობალური სტანდარტებს და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) გაიდლაინებს. პროგრამამ ასევე  მიიღო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აკრედიტაცია, რაც გულისხმობს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო  პროგრამის კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში.

 

პროგრამის ღერძი არის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ნაწილობრივ ინტეგრირებული კურიკულუმი, რომელიც ეყრდნობა უმაღლესი სტანდარტის ინსტიტუციონალური განათლების, თანამშრომლობითი ჯგუფური სწავლების, აქტიური პერსონალური თვით-სწავლის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ინტენსიური ათვისების მოდელს. პროგრამაში ინგლისური ენის სავალდებულო სწავლება ხელს შეუწყობს როგორც სწავლისა და სწავლების მეთოდებში უახლესი და მაღალი დონის სახელმძღვანელოების, საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო პუბლიკაციების და სხვა უახლესი საინფორმაციო რესურსების გამოყენებას. ჩვენი ულტრათანამედროვე ტექნიკური თუ ლაბორატორიული აღჭურვილობა გეხმარებათ რომ:

 

  • თქვენ  გახდეთ პროფესიონალი ექიმები პასუხისმგებლობით, ღირსებითა და ზნეობის გრძნობით;
  • თქვენ  გახდეთ უმაღლესი კომპეტენციის ექიმები, რომლებსაც აქვთ სამედიცინო ცოდნისა და უნარების ფართო სპექტრი და პრობლემების გადაჭრის უნარი, რაც აუცილებელია თქვენი პროფესიისთვის;
  • თქვენ  გახდეთ მიზანსწრაფული ექიმები რომლებიც ერთგულნი არიან საკუთარი თავის განვითარებასა და სწავლისა მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
  • თქვენ  გახდეთ ლიდერი სამედიცინო პროფესიონალები, რომლებიც წამყვან როლებს ასრულებენ სხვადასხვა პროფესიულ სფეროში საქართველოში და არამარტო.

 

გისურვებთ წარმატებით წინსვლას!

 

მედიცინის სკოლის დეკანი

 

მარიამ ოქრუაშვილი