თენგიზ ვერულავას სტატია რეიტინგულ ჟურნალში „Archives Balkan Medical Union“ გამოქვეყნდა

12 ივლისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სტატია „Hospital health care anti-crisis management issues in Georgia“ ევროპულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Archives Balkan Medical Union” გამოქვეყნდა.

 

ჟურნალი Archives Balkan Medical Union ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

სტატია ეხება საქართველოში საომარი კონფლიქტებისადმი საავადმყოფოების მზადყოფნას. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სამხრეთ კავკასია და განსაკუთრებით საქართველო ითვლება საომარი კონფლიქტების ფეთქებადსაშიშ ზონად, რაც განაპირობებს კატასტროფებისთვის საავადმყოფოების მზადყოფნის გადაუდებელი გეგმების არსებობის აუცილებლობას, რათა საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოებმა შეძლონ ეფექტური სამედიცინო მომსახურების გაწევა. კვლევამ აჩვენა, რომ შერჩეულ საავადმყოფოებს აქვთ შესაძლებლობა ოპტიმალურად უზრუნველყონ სრული პერიმეტრის მონიტორინგი საგანგებო სიტუაციების დროს. თუმცა, პრობლემად რჩება კატასტროფებზე რეაგირების ტრენინგებზე და მართვის სავარჯიშო წრთვნებზე საავადმყოფოების მონაწილეობა.

 

სტატიის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.