21 თებერვალს, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამას, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 7 წლის ვადით ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა, კავკასიის უნივერსიტეტში, ფუნქციონირებს 2011 წლიდან. პროგრამის მიზანია, მაგისტრანტები დაეუფლონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლიან თეორიულ, მეთოდოლოგიურ და კვლევით პრინციპებს, განუვითარდეთ ამ სფეროში კვლევის დამოუკიდებლად დაგემვის, მონაცემთა შეგროვების, ანალიზის და ინტერპრეტაციის უნარი.