საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „Gazi Medical Journal“ კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორ თენგიზ ვერულავას თანაავტორობით სამეცნიერო ნაშრომი „Left Ventricular Systolic Dysfunction After Myocardial Infarction" (მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქცია) გამოქვეყნდა.
ჟურნალი ინდექსირებულია Scopus-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
ნაშრომი შესრულდა კავკასიის უნივერსიტეტსა და აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის შედეგად.
კვლევის აღწერა
კვლევა/ქეისი წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტისშემდგომი მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის შემთხვევას. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 76 წლის ქალბატონი მკურნალობდა გულის იშემიური დაავადების და მწვავე სუბენდოკარდიული მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით. გულის კუნთის იშემიის გამო გამოვლინდა სინუსური ბრადიკარდია და დიასტოლის გახანგრძლივება, რამაც გამოიწვია მარცხენა პარკუჭის გადატვირთვა. გადაწყდა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის გადანერგვა, რომელიც აღმოჩნდა წარმატებული.
ნაშრომი ხელმისაწვდომია ბმულზე.