ქართული ენისა და კულინარიის ინტეგრირებული გაკვეთილი უცხოელი სტუდენტებისათვის

6 ივნისი 2022

4 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ქართული ენის ლექციის ფარგლებში, მედიცინის ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისათვის ქართული ენისა და კულინარიის ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს კვებასთან დაკავშირებული ლექსიკა, ასევე განიხილეს ხინკლის მომზადების ეტაპები, რომელიც პრაქტიკაშიც განახორციელეს. ინტეგრირებული გაკვეთილის ბოლოს მონაწილეებმა თავიანთი მომზადებული ხინკალი დააგემოვნეს.

 

შეხვედრას ესწრებოდა მედიცინის ფაკულტეტის ორი ჯგუფი: ნიგერიიდან და ირანიდან ჩამოსული „ქართული ენა-2-ის“ მსმენელი სტუდენტები.

 

ინტეგრირებულ გაკვეთილს კავკასიის უნივერსიტეტის კვების სივრცემ „კანტინერიამ“ უმასპინძლა.