18 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა. კონკურსი ჩატარდა სალექციო კურსის „ჯანდაცვის მენეჯმენტი“ ფარგლებში. კურსის ლექტორი - თენგიზ ვერულავა, პროფესორი, მედიცინის დოქტორი.
კონკურსზე სტუდენტების მთავარი ამოცანაა შემოქმედებითი, ინოვაციური და უნიკალური იდეების მოფიქრება, რომელიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო ორგანიზაციების მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად.
კონკურსზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
- მარიამ ბოგდანოვა, ანი ჭაბუკიანი, ანა რობაქიძე, თამარ მიქაძე - დიდი საავადმყოფო და პატარა კლინიკა: ექიმის და პაციენტის პერსპექტივა
- სანდრო ჯავახიშვილი, ანრი ბარამიძე, ალექსანდრე თანანაშვილი, ლაშა ავალიშვილი - მოხუცთა თავშესაფრის პერსონალისა და ბენეფიციარის ურთიერთობა
- მაჭარაშვილი გიორგი, სინატაშვილი ნინო, ტეფნაძე გიორგი - მენეჯერის გამოწვევები ადამიანური რესურსების დაქირავებასთან დაკავშირებით
- ელენე ჩიჩუა, ბესო დალაქიშვილი, ზუკა კობალავა, ქეთი მჟავანაძე, ცოტნე გელოვანი - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გამოწვევები
- კუჭუხიძე ირინა, კოკაშვილი ელენე - სამშობიარო სახლის პერსონალის ემოციური ინტელექტის შეფასება
- ძერყორაშვილი მარიამი, ღვინეფაძე ანა - მედიქეას სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში საპენსიო მოსახლეობის ჩართვის გამოწვევები
გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.