გამოვიდა თენგიზ ვერულავას წიგნი „ჯანდაცვის პოლიტიკა“

13 ოქტომბერი 2023

გამოიცა წიგნი "ჯანდაცვის პოლიტიკა". წიგნის ავტორია თენგიზ ვერულავა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

წიგნი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და  ჯანდაცვის ეკონომიკის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.

 

წიგნი სასარგებლო რესურსია ჯანდაცვის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების აკადემიურ პროგრამებში ჩართული ლექტორებისა და სტუდენტებისათვის.

 

წიგნი მომზადდა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი რესურსი ჯანდაცვის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.

 

წიგნი კვლევის შიდა საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა.

 

ანოტაცია

 

წიგნში განხილულია ჯანდაცვის პოლიტიკის ძირითადი საკითხები, ჯანდაცვის სისტემის ფუნქციები და მიზნები, ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე მოქმედი ფინანსური და არაფინანსური ბარიერები, ჯანდაცვის დანახარჯები და მისი ზრდის შეკავების მექანიზმები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული ფორმები (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური მომსახურება, გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურება), დაავადებათა პრევენცია, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის, ბევერიჯის მოდელის, შერეული მოდელის, სამედიცინო შემნახველი ანაბრების სისტემების განვითარების თავისებურებები, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ეტაპები.