კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

22 ნოემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის პროექტი „პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა დროულ მკურნალობასა და ჰოსპიტალიზაციაში საქართველოში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის“  გამარჯვებულია.

 

პროექტის განმხორციელებელია კავკასიის მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მაგისტრანტი ლიკა არაყიშვილი. პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი, თენგიზ ვერულავა.

 

წარდგენილი პროექტი სამეცნიერო მიმართულებით "მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებანი“ პირველ ადგილზე გავიდა დაშეფასდა 26 ქულით (მაქსიმალური 27 ქულიდან).

 

პროექტი მიზნად ისახავს კომპლექსურად შეისწავლოს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე მკურნალობის და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის დროულობაში. კვლევის შედეგები განიხილება პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გათვალისწინებით.

 

აღნიშნული კვლევა იქნება საქართველოში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა სათანადო მკურნალობასა და საჭიროების სემთხვევაში მათი დროული ჰოსპიტალიზაციისათვის პირველადი ჯანდაცვის სისტემის როლის კომპლექსური (კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ ჭრილში) შესწავლის პირველი მცდელობა.