21 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის, ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ქეთევან გოგოჭურის სადისერტაციო ნაშრომის - „Georgia’s Competitiveness in Agri-Food Trade with the European Union after the DCFTA Implementation“ დაცვა გაიმართა.
დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი, თენგიზ თაქთაქიშვილი
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
თენგიზ თაქთაქიშვილი, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
ირაკლი დანელია, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
სოფიკო სხირტლაძე, მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
გიორგი ხიშტოვანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ირაკლი დანელიამ.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, ქეთევან გოგოჭურმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.