ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, გიორგი პაპავას სადოქტორო ნაშრომის დაცვა

14 ივლისი 2025

14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ეკონომიკის სკოლის ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, გიორგი პაპავას სადისერტაციო ნაშრომის -“Impact of Distributed Profit Taxation on Firm Performance: - The Case of Georgia“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი-ლაშა ჭოჭუა, ასოცირებული პროფესორი) საჯარო დაცვა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის  სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ლაშა ჭოჭუა, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);
  • აკაკი ცომაია, პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ვახტანგ ჭარაია, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა აკაკი ცომაიამ.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, გიორგი პაპავამ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.