CSE-ის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნათია გიგაურის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

14 დეკემბერი 2023

13 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ეკონომიკის სკოლის, ეკონომიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ნათია გიგაურის სადისერტაციო ნაშრომის  - „The Impact of US Federal Reserve Currency Swaps on Consumer Price Index“ დაცვა გაიმართა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ვანო ბენიძე, პროფესორი, ეკონომიკის  სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი,  ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ალექსანდრე რაქვიაშვილი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი;
  • ირაკლი დანელია, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ვასილ კიკუტაძე,  ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ თაქთაქიშვილმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, ნათია გიგაურმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.