პროგრამის მიმოხილვა

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია ბულგარეთის, ბელგიისა და მაგდებურგის უნივერსიტეტებისა და ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორებთან კონსულტაციების შედეგად. პროგრამა ითვალისწინებს კადრების მომზადებას ეკონომიკის მიმართულებით.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

 

  • ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს ეკონომიკის სფეროში მოღვაწეობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკული უნარების დაუფლების შესაძლებლობას.
  • ფუნდამენტურ და სპეციალურ ეკონომიკურ დისციპლინებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩევევბი, მაგისტრანტს საშუალებას მისცემს: მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება, გაათვითცნობიეროს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებები მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეზე, დაეუფლოს გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის, შრომის ეკონომიკის, მონეტარული და პოლიტიკური ეკონომიკის, რეგიონალური ინტეგრაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის თანამედროვე პრინციპებს.
  • ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორთან საქართველოში.


პროგრამის ხანგრძლივობა

 

მინიმუმ 2 წელი, მაქსიმუმ 4 წელი.

 

იხილეთ სამაგისტრო პროგრამის ბროშურა.