მიღების წესები

  • დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. 
  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ჩასაბარებელი საგნები:

 

ქართული ენა და ლიტერატურა;

უცხო ენა (ინგლისური);

ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება).

 

სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 6 990 ლარი.

 

ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგების მიხედვით, რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) სარგებლობს 100%, 50% და 30 % ფინანსური შეღავათით.