დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობა შეადგენს 4 აკადემიურ წელს.
სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვენების პერიოდი.
დამატებით შესაძლებელია, ზაფხულის სემესტრის ორგანიზება. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ მას არ აქვს უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აითვისოს 75 ECTS კრედიტზე მეტი. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით, სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. მოცემული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 240 ECTS კრედიტის შესაძლო განაწილების სქემა: დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება 240 ECTS, რომელშიც 185 ECTS წარმოადგენს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებს, ხოლო 55 ECTS არის თავისუფალი კომპონენტები. მათ შორის:
- 15 კრედიტი - ზოგადსაუნივერსიტეტო საგნები
- 20 კრედიტი - ინგლისური ენა
- 20 კრედიტი - მეორე უცხო ენა
- 135 კრედიტი - ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი კურსები
- 50 კრედიტი - დარგობრივი არჩევითი კურსები (ამათგან 20 შეიძლება იყოს თავისუფალი
კრედიტი).
იხილეთ პროგრამა