პროგრამის სტრუქტურა

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს.  შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 4 აკადემიურ წელს.

 

მოცემული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 240 ECTS კრედიტის განაწილების სქემა: 

 

თავისუფალი კომპონენტი - 85 კრედიტი:

 

  • ზოგადსაუნივერსიტეტო და ძირითადი სპეციალობის დამხმარე კურსები (სავალდებულო) – 40 კრედიტი;
  • ინგლისური ენა (სავალდებულო) – 20 კრედიტი;
  • პროფესიული ინგლისური (სავალდებულო) -  5 კრედიტი;
  • მეორე უცხო ენა (სავალდებულო) -  20 კრედიტი.

 

ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები - 155 კრედიტი:

 

  • ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო კურსები  -  105 კრედიტი;
  • ძირითადი სწავლის სფეროს  არჩევითი კურსები - 50 კრედიტი.

 

სტუდენტს საშუალება ეძლევა 50 კრედიტი აირჩიოს პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი კურსებიდან და/ან არაუმეტეს 20 თავისუფალი კრედიტი კავკასიის უნივერსიტეტის სხვა საბაკალავრო პროგრამებიდან ან მობილობის დროს შესაბამისი კრედიტების აღიარების გზით. თავისუფალი კრედიტები სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მისი ინტერესების შესაბამისად,  დაეუფლოს დამატებით ცოდნას ყოველგვარი ფორმალური გამაერთიანებელი სქემის გარეშე.

 

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ორიენ­ტირებულია სტუდენტისათვის ბა­კალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ბა­კა­­ლავ­რის აკა­დემიური ხა­რისხის შესაბა­მისი კომპეტენციების ჩა­მო­­ყალი­ბება ხდება პროგრამით გათვალისწინებული სხვა­და­სხვა კომპონენტების სინთეზის საფუძ­­­ველ­ზე.

 

 

იხილეთ პროგრამა