მიღების წესები

  • საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. 
  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

 

ჩასაბარებელი საგნები:

 
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხო ენა (ინგლისური );
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან (მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება).

 

სწავლების საფასური: საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 6 990 ლარი.

 

ფინანსური შეღავათები სტუდენტებისათვის: უნივერსიტეტში სცავლის პროცესში უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების საფუძველზე გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ეტაპის რეიტინგული სტუდენტები და რეიტინგში პირველ სამ ადგილას მყოფი სტუდენტი (ყოველ ეტაპზე) შესაბამისად ისარგებლებს 100%, 50% და 30 % ფინანსური შეღავათით.