პროგრამის მიმოხილვა

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი ცოდნითა და ღირებულებებით აღჭურვილი საჯარო მმართველობის სპეციალისტი, რომელიც:

 

  • განმარტავს საჯარო ადმინისტრირების თანამედროვე პრინციპებს, თეორიასა და მოდელებს, იაზრებს საჯარო ორგანიზაციებისა და საჯარო სერვისების მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და აცნობიერებს ციფრული მმართველობისა და  ტექნოლოგიების როლს თანამედროვე საჯარო მმართველობაში.
  • ახორციელებს მმართველობითი პროცესის შესაბამის პრაქტიკულ საქმიანობას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დაცვით.
  • აღჭურვილია საჯარო მმართველობის სფეროსთვის დამახასიათებელი   კვლევითი და კომუნიკაციის უნარებით; პრობლემების გადაჭრისას ითვალისწინებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს და პროფესიულ ეთიკას.