უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა გადავიდა 1+1 მოდელზე, რომელიც ამოქმედება 2026-2027 აკადემიური წლიდან.
პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან.
დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის II ნაწილის მიზანია მოამზადოს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, რომელიც:
- კვლევის შესაბამისი მეთოდის, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვის, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით ახდენს მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას, კრიტიკულ ანალიზსა და სინთეზს და აყალიბებს დასკვნებს, რომელშიც აისახება პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობები.
- ახდენს პროფესიული ცოდნის ეფექტურ წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას, მათ შორის, უცხო ენაზე.
- წვლილი შეაქვს პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში და დამოუკიდებლად განსაზღვრავს შესაბამის ნაბიჯებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის და სწავლის შემდგომ საფეხურზე გასაგრძელებლად.
პროგრამის ხანგრძლივობა - დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის II ნაწილის სტანდარტული ხანგრძლივობაა 1 წელი. სტანდარტული ვადის ამოწურვის შემდეგ სტუდენტს შეუძლია სწავლა განაგრძნობს არაუმეტეს 4 სემესტრის (ორი აკადემიური წელი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
მისანიჭებელი ხარისხი - კვლევის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებში.
სწავლების ენა - ქართული.
კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი მაგისტრი შესაძლებელია დასაქმდეს სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში, განსაკუთრებით ისეთ პოზიციებზე, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევასთან და/ან გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში.
