პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავს 60 ECTS კრედიტს. პირველ სემესტრში – 25 ECTS კრედიტს, ხოლო მეორე სემესტრში – 35 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს. პროგრამის მეორე ნაწილის სტანდარტული ვადის (ერთი წელი) ამოწურვის შემდეგ სტუდენტს შეუძლია სწავლა განაგრძნობს არაუმეტეს 4 სემესტრის (ორი აკადემიური წელი) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილი შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტისაგან. სასწავლო კომპონენტში შედის 15 ECTS მოცულობის სავალდებულო დარგობრივი სასწავლო კურსები და 15 ECTS მოცულობის არჩევითი დარგობრივი სასწავლო კურსები. დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის სტუდენტისათვის სავალდებულოა სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა, რომელიც მოიცავს 30 ECTS კრედიტს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.
