პროგრამის მიმოხილვა

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც:

 

  • აღწერს დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებს, თეორიებს, ანალიზის მოდელებს და პრაქტიკას. 
  • აანალიზებს საერთაშორისო ურთიერთობებში აქტორთა როლსა და ადგილს, აფასებს და განასხვავებს სახელმწიფო და არასახელმწიო აქტორთა პოლიტიკურ დღის წესრიგს და ინტერესებს.
  • კვლევის შესაბამისი მეთოდის, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, ახდენს მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას, კრიტიკულ ანალიზსა და სინთეზს და აყალიბებს დასკვნებს, რომელშიც აისახება პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობები.
  • ახდენს პროფესიული ცოდნის ეფექტურ წერილობით და ზეპირ კომუნიკაციას, მათ შორის, უცხო ენაზე.
  • წვლილი შეაქვს პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში და დამოუკიდებლად განსაზღვრავს შესაბამის ნაბიჯებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის და სწავლის შემდგომ საფეხურზე გასაგრძელებლად.

 

სახელმწიფო მართვის სკოლაში  ევროკავშირის ერასმუს + პროექტის - „Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia“ (PESTUGE) შედეგად 2016 წელს ფუნქციონირება დაიწყო მშვიდობის კვლევების ინსტიტუტმა (Institute of Peace Studies).  ინსტიტუტი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, თემატური ბიბლიოთეკითა და სტუდენტური სივრცით. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ინსტიტუტის საქმიანობაში (საჯარო ლექციები კონფლიქტისა და მშვიდობის თემაზე, თემატური საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციები, სტუდენტური სამუშაო ჯგუფები კონფლიქტისა და უსაფრთხოების თემაზე, სხვადსხვა კვლევითი და სასწავლო აქტივობები).

 

აღსანიშნავია, რომ PESTUGE-ს ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობდა მშვიდობის კვლევებში მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი (Trinity College University), ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University) და ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი (The University of Innsbruck).

 

სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.