სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
- მოამზადოს საჯარო მმართველობის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შესაბამისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები;
- ხელი შეუწყოს საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის განვითარებას, საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ანტიკორუფციული პროცესების განმტკიცებას;
- მოამზადოს კვლევითი და სტრატეგიული კომუნიკაციის უნარებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი სპეციალისტები პროფესიული დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის.
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა გაწევრიანებულია ცენტრალური და აღმოსავლეთევროპის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელში (NISPAcee). სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები და მათ შორის სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება ქსელის წევრი უნივერსიტეტების მიერ აღიარებულ სტანდარტებს და თანხვედრაშია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტის ამავე მიმართულების პროგრამებთან.
სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.