უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გადავიდა 1+1 მოდელზე, რომელიც ამოქმედება 2026-2027 აკადემიური წლიდან.
პროგრამა შედგება ორი ნაწილისგან.
სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის I ნაწილის მიზანია:
- მოამზადოს საჯარო მმართველობის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შესაბამისი ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები;
- ხელი შეუწყოს საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის განვითარებას, საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ანტიკორუფციული პროცესების განმტკიცებას.
პროგრამის ხანგრძლივობა - სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის სტანდარტული ხანგრძლივობაა 1 წელი.
მისანიჭებელი ხარისხი - საჯარო მმართველობის მაგისტრი.
სწავლების ენა - ქართული
კარიერული შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ საჯარო მმართველობის მაგისტრი შესაძლებელია დასაქმდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, ისეთ თანამდებობებზე, რომლებიც დაკავშირებულია საშუალო დონის მენეჯერის ფუნქციების შესრულებასთან.
