პროგრამა ამზადებს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტებს და მიზნად ისახავს მეცნიერული მიდგომებით რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კურსდამთავრებულების მომზადებას. საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამა შემუშავებულია ამსტერდამის, ვარშავის და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტების შესაბამის პროფესორებთან კონსულტაციების შედეგად.
საქართველოში აკადემიური და კვლევითი სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორთა მომზადება. აღნიშნული კვალიფიკაციის სპეციალისტებზე მოთხოვნა ოზრდება როგორც სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში, ისე სახელმწიფო ორგანოებში, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციებში.
სადოქტორო პროგრამის მიზანია დოქტორანტს შეუქმნას თეორული საფუძველი და განუვითაროს სასწავლო-სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის აუცილებელი შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები. სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს თანამედროვე კვლევითი მეთოდები და საუკეთესო სწავლების მეთოდები. მოცემული პროგრამის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კომბინირება. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებს ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით აწარმოონ კვლევითი საქმიანობა, მიიღონ მოცემული სფეროს პროფესიონალებთან საქმიან გარემოში ურთიერთობის გამოცდილება, რაც გარკვეულწილად მათი წარმატებული სამეცნირო და აკადემიური კარიერის საწყისი საფეხური იქნება.
აღსანიშავია, რომ სახელმწიფო მართვის სკოლაში, ევროკავშირის ერასმუს + პროგრამით დაფინანსებული მასშტაბური პროექტის - „Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia“ (PESTUGE) ფარგლებში, 2016 წელს ფუნქციონირება დაიწყო მშვიდობის კვლევების ინსტიტუტმა (Institute of Peace Studies). კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუტის საქმიანობაში (მოუსმინონ საჯარო ლექციებს კონფლიქტისა და მშვიდობის თემაზე, მონაწილეობა მიიღონ თემატური საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო და მოსამზადებელ პროცესში, მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი პროდუქტის, იქნება ეს კონფლიქტების თემაზე ელექტრონული ბუკლეტები თუ სხვადსხვა კვლევითი პუბლიკაციები, შემუშავებაში). აღსანიშნავია, რომ PESTUGE-ს ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს მშვიდობის კვლევებში მსოფლიოში წამყვან ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი (Trinity College University) და ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University), ასევე ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი (The University of Innsbruck).
სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე