სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი (CSG), პროფ. ეკა აკობია COST აქციის IGCOORD მკვლევარი გახდა

20 დეკემბერი 2022

 

 

 

 

სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი (CSG), პროფ. ეკა აკობია COST აქციის IGCOORD (CA20123) მკვლევარი გახდა.

 

IGCOORD აკავშირებს მკვლევარებს ევროპის 34 ქვეყნიდან, სხვადასხვა (ქვე)დისციპლინებიდან და კვლევითი დღისწესრიგებიდან, ხოლო კვლევითი საქმიანობა 5 სამუშაო ჯგუფად არის დაყოფილი. IGCOORD მიზნად ისახავს მთავრობათშორისი კოორდინაციის ვერტიკალური და ჰორიზონტალური მექანიზმებისა და პროცესების კვლევას ხელისუფლების, პოლიტიკის სხვადასხვა სექტორებისა და ტერიტორიული ერთეულების დონეზე, რათა წარმოშვას სისტემური და შედარებითი კვლევითი შედეგები.

 

„მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ევროპული თანამშრომობა“ (COST, European Cooperation in Science and Technology) არის ევროკავშირის კვლევითი და ინოვაციური ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კვლევითი ინიციატივების დაკავშირებადობას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ და საშუალებას აძლევს მკვლევარებსა და ინოვატორებს განავითარონ თავიანთი იდეები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნებისმიერ სფეროში თანატოლებთან დაკავშირებისა და გაზიარების გზით.

 

საქართველო და უკრაინა COST აქციას 2022 წლის მარტში შეურთდნენ.