სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნინო ლომიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

28 დეკემბერი 2022

28 დეკემბერს, სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ნინო ლომიძის სადისერტაციო ნაშრომის - ,,ისლამის რადიკალიზაცია და რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე საქართველოში (1991-2021წწ.)“  საჯარო დაცვა გაიმართადისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  პროფესორი სერგი კაპანაძე.

 

სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტმა წარადგინა კომისიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:  

 

ემირ ეთერია - პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა (დაცვის კომისიის თავმჯდომარე);

 

ეკა აკობია- პროფესორი, დეკანი, სახელმწიფო მართვის სკოლა;

 

გიორგი მუჩაიძე-ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა;

 

ზურაბ დავითაშვილი-პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (კომისიის მოწვეული წევრი);

 

კონსტანტინე შუბითიძე-ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კომისიის მოწვეული წევრი);

 

გიორგი ცხადაია- ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა (კომისიის მდივანი).

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინეს რეცენზენტებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორმა გიორგი გვალიამ და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ ბატიაშვილმა. დისერტაციის თემასთან დაკავშირებით გაიმართა სამეცნიერო დისკუსია და დოქტორანტმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

 

სადისერტაციო კომისიის შეფასებით,  ნინო ლომიძემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.