CSG-ის სტუდენტი „სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 2023-ზე“ წარსდგა რიგაში

31 მარტი 2023

27-29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი, ნოდარ ბოკერია, ლატვიაში, ქალაქ რიგაში, რიგის სტრადინსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა „სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 2023-ზე“. აღნიშნულ კონფერენციაში სტუდენტის მონაწილეობა დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.

 

კონფერენციაზე მონაწილეობისთვის, თავდაპირველად გაიგზავნა ნოდარის სამეცნიერო ნაშრომი, აბსტრაქტი, რომლის ხელმძღვანელიც პროფესორი, ჟურნალისტ-ანგლისტი ნუგზარ რუხაძე იყო. ორ ეტაპიანი სელექციის საფუძველზე, კონფერენციისთვის ნოდარ ბოკერიას ნაშრომი შეირჩა.

 

ნაშრომის სახელწოდება: „რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე“. აღნიშნული თემა მოიცავს ომის დეტალებს, ომის უარყოფით ეფექტებს კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით.

 

კონფერენციაზე ნოდარი კავკასიის უნივერსიტეტის სახელით წარსდგა. უნივერსიტეტმა და  ნაშრომმა მაღალი შეფასება მიიღო ლატვიის წარმომადგენლების მხრიდან.

 

კონფერენციას, ასევე, თან ახლდა საინტერესო ვორკშოპები და ტრენინგები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში.