შეხვედრა აშშ-ის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამის „ეროვნული მმართველობის პროგრამა“ წარმომადგენლებთან

21 თებერვალი 2023

სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელმა, ემირ ეთერიამ შეხვედრა გამართეს აშშ-ის განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამის „ეროვნული მმართველობის პროგრამა“ წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მიზანი იყო განეხილათ საქართველოში საჯარო მმართველობის პროგრამების განვითარების დღის წესრიგი და საჭიროებები, ასევე, საჯარო მმართველობის სფეროში კვლევების ჩატარების დღის წესრიგი და პოტენციალი და კვლევების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობები.

 

სახელმწიფო მართვის სკოლის წარმომადგენლებმა განიხილეს  საჯარო მმართველობის სფეროს განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმდინარე და მომავალი აქტივობები როგორც კურიკულუმის განვითარების, ასევე კვლევების მიმართულებით.