ეკა აკობიას მონაწილეობა ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ფაკულტეტისა და DYCLAM+ Erasmus Mundus პროექტის საერთაშორისო კონფერენციაში

25 ნოემბერი 2023

24 ნოემბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფ. ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ფაკულტეტისა და DYCLAM+ Erasmus Mundus პროექტის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კულტურული პატრიმონიის ნარატივების მიმოხილვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე“.

 

პროფ. ეკა აკობიამ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: „რუსეთის მიერ ქართული კულტურული პატრიმონის დისონანსური ინტერპრეტაციები, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი“.

 

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს უკრაინის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

 

კონფერენციის გახსნით სესიაზე, მოხსენება თემაზე „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამართლება ისტორიით და პატრიმონიით“ წარადგინა სენტ ეტიენის ჟან მონეს უნივერსიტეტის პროფესორმა, რობერტ ბელომ.

 

ვიზიტის ფარგლებში ეკა აკობიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ბაბეშ ბოლიაის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ადრიან-გაბრიელ კორპადეანთან და სხვა კოლეგებთან პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.