კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში

22 თებერვალი 2023

22 თებერვალს, ტურიზმის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა კონკურსი - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში. 

 

მონაწილეებმა სპეციალურ პროგრამაში უპასუხეს კითხვებს შემდეგ თემატიკაზე: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და ტურიზმი. 

 

კონკურსში გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი სასწავლო ვაუჩერები, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში გამოიყენებენ სწავლის საფასურის გადახდისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას აქვს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, UNWTO-ის  TedQual-ის სერტიფიკატი, რომელიც პირველია არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ რეგიონშიც.