22 თებერვალს, ტურიზმის პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა კონკურსი - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში.
მონაწილეებმა სპეციალურ პროგრამაში უპასუხეს კითხვებს შემდეგ თემატიკაზე: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და ტურიზმი.
კონკურსში გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ფულადი სასწავლო ვაუჩერები, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში გამოიყენებენ სწავლის საფასურის გადახდისთვის.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას აქვს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, UNWTO-ის TedQual-ის სერტიფიკატი, რომელიც პირველია არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ რეგიონშიც.