CTS-ის პროფესორებისი ვიზიტი კომრატის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მოლდოვა)

28 იანვარი 2025

მიმდინარე წლის 20-24 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე, აფილირებული პროფესორი ნატო რობიტაშვილი და ასისტენტ-პროფესორი ნინო თიგიშვილი იმყოფებოდნენ კომრატის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გაგაუზია, მოლდოვა) და ერასმუს+ის პროექტის, Designing Green Tourism Concepts Through Learning-ის (Enricher Hub) ფარგლებში, ესწრებოდნენ ტრენინგების მესამე ციკლს.

 

ტრენინგები მოიცავდა სერვის დიზაინის პრაქტიკულ ასპექტებს: ექსპერიმენტული სწავლის მეთოდებს და ინსტრუმენტებს მწვანე ტურიზმის განსავითარებლად.  ტრენინგ სესიების აღნიშნული ციკლი დაეთმო დიზაინ სპრინტის მიდგომის გამოყენებას პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრისთვის. კერძოდ, სამუშაო ჯგუფები იმყოფებოდნენ გაგაუზიის ტურისტულ კომპლექს “Gagauz Sofrasi”-ში, სადაც ტურისტული საწარმოს ადგილზე შეფასებასთან ერთად ჰქონდათ შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.  ინფორმაციის მოძიების და ანალიზის შემდეგ ჯგუფებმა იმუშავეს გამოწვევების დაძლევის გზებზე და შექმნეს პროტოტიპები, რომლებიც შემდეგ წარადგინეს ტურისტული კომპლექსის მმართველ გუნდთან.

 

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მოინახულეს კომრატის ღვინის ქარხანა, სადაც პროექტის მონაწილეები გაეცნენ მოლდოვას მეღვინეობას, კომრატის ღვინის ქარხნის ისტორიას, ამჟამინდელი წარმოების მასშტაბებს, მოქმედ ბაზრებსა და მიმდინარე გამოწვევებს.