CTS-ის სტუდენტების კომპანიის წარმატება

18 ოქტომბერი 2018

11-16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების კომპანია „რეზისტორ ჯეო“ საქმიანი ვიზიტით ბელარუსში იმყოფებოდა. ტურიზმის სკოლის  სტუდენტების, ნიკოლოზ სირაძის და ერეკლე მეფისაშვილის დაფუძნებული კომპანია, ერთ-ერთი დამაკავშირებელი ხიდი ხდება საქართველოსა და ბელარუსს შორის.

 

ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმდა „Информационно-туристский центр «Минск»“ - თან, რაც არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან „რეზისტორ ჯეოს“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სახელმწიფო უწყებებთან პარტნიორობაა, აღნიშნული კომპანია კი ბელარუსის სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია.

 

ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტები არიან. მათ გადაწყვიტეს ტურისტული ბიზნეს ჰოლდინგის „რეზისტორ ჯეოს“ ჩამოყალიბება. კომპანიას ჰყავს პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: ქუვეითი, ბელარუსი, მექსიკა, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და სხვა.