საინფორმაციო შეხვედრა - მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა

7 მარტი 2023

7 მარტს, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.

 

პრეზენტაციაზე სპიკერები იყვნენ: დიკო კოპალეიშვილი - კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი; გიორგი ბრეგაძე - კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა დეტალურ ინფორმაცია მიიღეს საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს.

  

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს ამერიკაში, მოპოვებული აქვს ისეთ დონის აკრედიტაციები, როგორებიცაა: AASBC, TedQual.

 

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.