მისანიჭებელი ხარისხი: მასპინძლობის მენეჯმენტის მაგისტრი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი.
სწავლების ენა: ინგლისური.
კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს მაღალი დონის განათლება ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტში და გააუმჯობესოს მათი დასაქმების პერსპექტივები ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე; პროგრამა ასევე ორიენტირებულია ამჟამად ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული მენეჯერების პროფესიული კომპეტენციების განახლებასა და განვითარებაზე.
პროგრამა ხორციელდება ამერიკის ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის როზენის კოლეჯთან თანამშრომლობით, რომელიც მასპინძლობის მენეჯმენტის რეიტინგის პირველ ადგილზეა აშშ-ს მასშტაბით, ხოლო მსოფლიოში ხუთ საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან საგნებს სწორედ როზენ კოლეჯის პროფესორები წაიკითხავენ, რომლებიც მოიცავს: მასპინძლობისა და სტუმრის სერვისების მართვა, სტრატეგიული მარკეტინგი მასპინძლობასა და ტურიზმში, გამოყენებითი შემოსავლიანობის მენეჯმენტი მასპინძლობაში, ტრენინგებისა და განვითარების რთული კურსი მასპინძლობის ინდუსტრიაში, ციფრული მარკეტინგი და მეგა-მონაცემების მენეჯმენტი მასპინძლობაში/ტურიზმში. მასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებულებს აღნიშნული კურსების აღება შეეძლებათ, როგორც სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ასევე ცალკე სასერტიფიკატო კურსებად, სერტიფიკატს კი როზენის კოლეჯიდან მიიღებენ. დანარჩენ საგნებს კი კავკასიის ტურიზმის სკოლის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები და მოწვეული ლექტორები წაიკითხავენ.
პროგრამის შინაარსი
- მასპინძლობისა და სტუმრის სერვისების მართვა
- სტრატეგიული მარკეტინგი მასპინძლობასა და ტურიზმში
- დანიშნულების ადგილის მენეჯმენტის პრინციპები
- აკადემიური წერის ტექნიკა
- მეწარმეობა მასპინძლობის ინდუსტრიაში: კონცეფციის შემუშავებიდან კაპიტალიზაციამდე
- გამოყენებითი შემოსავლიანობის მენეჯმენტი მასპინძლობაში
- ადამიანური რესურსების კრიტიკული პრობლემები მასპინძლობის ინდუსტრიაში
- ღონისძიებების ადმინისტრირება
- კვებითი მომსახურების ოპერაციული მენეჯმენტი
- კვლევის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მეთოდები
- ტრენინგებისა და განვითარების გაძლიერებული კურსი მასპინძლობის ინდუსტრიაში
- ციფრული მარკეტინგი და მეგა-მონაცემების მენეჯმენტი მასპინძლობაში/ტურიზმში
- ფინანსური ანალიზი მასპინძლობის საწარმოებში
- მასპინძლობის/ტურიზმის ინფორმაციული ტექნოლოგიები
- პრაქტიკა მასპინძლობის ინდუსტრიაში
პროგრამის ძლიერი მხარეები
- მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილების მქონე პროგრამის განმახორციელებელი ქართველი და ამერიკელი აკადემიური და მოწვეული პერსონალი;
- თანამედროვე შინაარსის საერთაშორისო სტანდარტის პროგრამა;
- პრაქტიკული კომპონენტის არსებობა;
- კვლევითი და ანალიზის უნარების განვითარებაზე კონცენტრაცია და კვლევის დაგეგმვა-განხორციელების, ასევე მისი შედეგების პრეზენტაციისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავება;
- ხარისხზე, შედეგებზე და დამსაქმებლების/სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული პროგრამის გამართული დიზაინი, სტრუქტურა და შინაარსი;
- აკადემიური პერსონალის მიმდინარე პრაქტიკული საქმიანობა და კურსდამთავრებულთა პროფესიულ წრეებში ინტეგრირებისა თუ დასაქმების ხელშეწყობის პოტენციალი;
- მასპინძლობის ინდუსტრიის ინოვაციური კურსები საქართველოს ბაზარზე;
- ხუთი მაღალი დონის კურსის წაკითხვა ფლორიდის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ როზენ კოლეჯის სერტიფიკატებს;
- სპეციალური კურსის შეთავაზება, რომელიც ფოკუსირებულია ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის თანამშრომლების ტრენინგზე;
- სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული კურსები.