საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ტურიზმში, თბილისსა და ბათუმში, მოიცავს 240 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობა ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის 4 წელს შეადგენს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები. ერთი სემესტრი მოიცავს 19 სასწავლო კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 38 კვირაზე. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის 8 კვირიანი სემესტრის ორგანიზება, სადაც სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 15 ECTS კრედიტი. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 კრ. საათს, რაც მოიცავს როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ კრედიტ საათს).
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა შემდეგია: დარგობრივი საგნების მოცულობა პროგრამაში არის 185 ECTS კრედიტი, სადაც 125 ECTS არის დარგობრივი სავალდებულო, 60 ECTS კრედიტი - დარგობრივი არჩევითი/სავალდებულო (საიდანაც სტუდენტმა უნდ აითვისოს 45/35). ასევე პროგრამა ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნების სწავლებას 70 ECTS კრედიტი: აქედან 50/60 ECTS კრედიტი ეთმობა უცხო ენების მოდულს (2 ენის სწავლება).
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 240 ECTS კრედიტის ფარგლებში, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მაქსიმუმ 20 ECTS კრედიტი (არჩევითი სტატუსის მქონე საგნების ჩანაცვლების ხარჯზე), აითვისოს ალტერნატიული გზით: თავისუფალი კრედიტების აღიარების შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის 2014 წლის 31 მაისიის #01/01-68 ბრძანების შესაბამისად.
მესამე სასწავლო წელს სავალდებულო (GENG 0001, PENG 1170, GENG 0002, PENG 1270) დამატებითი ინგლისურის საგნები იმ სტუდენტებმა გაიარონ რომლებსაც არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თავისუფალი კრედიტების ჩანაცვლების ხარჯზე, რათა მიიღონ B1 დონის კომპეტენცია.
საბაკალავრო პროგრამის დასასრულებლად სტუდენტმა უნდა მოამზადოს და დაიცვას საბაკალავრო ნაშრომი.
კავკასიის უნივერსიტეტის კავშირები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და ტურიზმის სკოლის პარტნიორული ურთიერთობები შესაძლებლობას იძლევა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.
საუნივერსიტეტო სავალდებულო საგნები
- ინგლისური ენა: ზოგადი და პროფესიული
- კომპიუტერული უნარები
- უცხო ენა: გერმანული ან ფრანგული ან თურქული ან რუსული
- გერმანული ენა / ფრანგული ენა / თურქული ენა / რუსული ენა
- პრეკალკულუსი / კალკულუსი
- აკადემიური წერა
დარგობრივი სავალდებულო საგნები
- საქართველოს ისტორია
- საქართველოს გეოგრაფია
- მენეჯმენტის საფუძვლები
- შესავალი ტურიზმში
- მარკეტინგის საფუძვლები
- ფინანსური აღრიცხვა
- ოპერაციული მენეჯმენტი
- შესავალი ტურიზმის მენეჯმენტში
- შესავალი მასპინძლობის მენეჯმენტში
- საქართველოს ტურისტული რესურსები
- ტურიზმის პოლიტიკა
- ტურიზმის მარკეტინგი და საერთაშორისო ბაზრები
- ტურიზმის სტატისტიკა
- სასტუმროს მენეჯმენტი
- ტურისტული კომპანიის მენეჯმენტი
- კულტურული რესურსების მენეჯმენტი
- კვების და სასმელების მენეჯმენტი
- ტურიზმის ეკონომიკა
- ტურიზმის დაგეგვმა და ადგილის მენეჯმენტი
- ღონისძიებების მენეჯმენტი
- ტურიზმის მდგრადი განვითარება
- ეკოტურიზმი
- კვლევის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მეთოდები
დარგობრივი არჩევითი/სავალდებულო საგნები
- სტაჟირება ტურიზმში
- ტურის დაგეგმვა და მენეჯმენტი
- საინფორმაციო ტექნოლოგიები ტურიზმში
- სატრანსპორტო ინდუსტრია ტურიზმში
- მსოფლიოს ტურისტული რესურსები
- ღვინის ტურიზმი
- ბიზნეს კომუნიკაცია
- ბიზნესგეგმის განვითარება
- სათავგადასავლო ტურიზმი
- აგროტურიზმი
- გამაჯანსაღებელი ტურიზმი
- MICE ტურიზმი
- თავისუფალი კრედიტი
საბაკალავრო ნაშრომი
იხილეთ პროგრამა